მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები ამოიღეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - სამწევრისისა და ურბნისის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები ამოიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები - საბურავებით აწყობილი მახეები ე.წ. "ოჩხები" ამოიღეს. კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობებიდან ამოღებული ცოცხალი თევზები დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეში დააბრუნეს.

სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაეგზავნება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა