გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას იტალიის ელჩი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კონფლიქტის დარეგულირების საკითხს და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს როლი განიხილა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, განიხილეს მავთულხლართების გავლებისა და ბანერების აღმართვის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო საშუალებებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა