აშშ-ს სპეციალურ პროკურორს დონალდ ტრამპის დაკითხვა სურს

სპეციალურ პროკურორს რობერტ მუელერს, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის ფაქტს იძიებს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაკითხვა სურს.

როგორც გამოცემა The Washington Post წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სპეციალურ პროკურორს დონალდ ტრამპის დაკითხვა სურს მაიკლ ფლინის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწის თანამდებობიდან და ჯეიმს კომის FBI-ს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხებზე.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალურ პროკურორს სურს გაარკვიოს თუ რა გახდა აღნიშნული პირების თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი. The Washington Post აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატები ჩვენების მიცემას ნაწილობრივ წერილობით და ნაწილობრივ შეხვედრის ფორმატში გეგმავენ.

11 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს აშშ-ს სპეციალური პროკურორისთვის ჩვენების მიცემას. აშშ-ს პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო, რომ მის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის რაიმე გარიგებას ჰქონდა ადგილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა