რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდება შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონს მოუწოდა სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდება შეწყვიტოს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Turkiye თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა სირიაში მიმდინარე „ზეთისხილის ტოტის“ ოპერაცია განიხილეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნონ სირიის კრიზის გადასაჭრელად.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ სირიელ ქურთებს უჭერს მხარს. ოფიციალურ ანკარას არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაშინგტონი სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდების გამო შეცდომას უშვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა