ირაკლი ალადაშვილი - ახალი სარეზერვო სისტემის შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კი არის

ახალი სარეზერვო სისტემის შექმნა, შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კი არის, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა სამხედრო რეზერვის სისტემის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, ისეთი ქვეყნებისთვის როგორსაც საქართველო წარმოადგენს, რომელსაც არ აქვთ დიდი ფინანსური შესაძლებლობები რათა შეინახოს კონტრაქტით დაკომპლექტებული რეგულარული არმია, რეზერვს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე წლის წინაც იყო მცდელობა რეზერვის სამსახურის შექმნის, თუმცა მაშინ ეს ვერ განხორციელდა.

”ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარგად ორგანიზებულ რეზერვს, რადგანაც კრიზისულ სიტუაციაში ან უშუალოდ შეიარაღებული კონფლიქტის დროს რეგულარული არმია სამწუხაროდ განიცდის დანაკარგს, მას უნდა შევსება. ამის შესავსებად საუკეთესო საშუალება სარეზერვო დანაყოფია, რომელიც მშვიდობიანობის დროს უნდა შეივსოს.

საქართველოში, 2005 წლიდან დაწყებული სარეზერვო სამსახურის შექმნის მცდელობა იყო, თუმცა სამწუხაროდ, 2008 წელმა აჩვენა, რომ ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, როგორც რეზერვის დაკომპლექტების, ასევე კონცეფციის შემუშავებისას. უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს ახალ სარეზერვო კონცეფციაზე საუბარი. ამ თემის დახვეწა მიდის.

ახალი ამ კონცეფციაში ის არის, რომ საუბარია სწორედ აქტიურ რეზერვზე. თუ ადამიანმა ვთქვათ იმსახურა სამხედრო სამსახურში ან კონტრაქტით, შემდეგ ის რეზერვში ირიცხება, რადგან მას აქვს გამოცდილება, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება. ეს გამოცდილება და ფული, რაც მის წვრთნასა და შეიარაღებაზე დაიხარჯა, ბუნებრივია, არ უნდა დაიკარგოს, ამიტომ უნდა იყოს გამოყენებადი. გარდა ამისა, არის ტერიტორიული სახის რეზერვი, ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამხედრო გამოცდილება, თუმცა შეუძლია დაეხმაროს შეიარაღებულ ძალებს და მესამე - არის ისეთი სპეციალობები, მაგალითად, ხიდის სპეციალისტები, გვირაბის სპეციალისტები, რომელთაც იციან და ცოდნა აქვთ, ესენიც უნდა იყვნენ რეზერვში. ანუ ქვეყნის დაცვა არა მხოლოდ ჯარის საქმეა, არამედ საქვეყნო საქმეა. არაა აუცილებელი ყველამ ავტომატი აიღოს ხელში”, - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

კონცეფციის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის