დავით რაქვიაშვილი - რეზერვის ახალი კონცეფცია თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად წინგადაგმული ნაბიჯია

უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის შეფასებით, რეზერვის ახალი კონცეფცია თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად წინგადაგმული ნაბიჯია და ქვეყანას პოზიტიურ შედეგებს მოუტანს.

როგორც რაქვიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს აპარატი, ჩართული იყო კონცეფციის ირგვლივ მიმდინარე განხილვებში.

„თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, რომელიც ამავდროულად არის პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი, ადრეულ ეტაპზე წარუდგინეს ეს ხედვა პრეზიდენტს. პრეზიდენტი ჩართული იყო ამ პროცესში და აკვირდებოდა ყურადღებით. შემდეგ უკვე შარშან საბჭოს სხდომებზე ასევე ხდებოდა კონცეპტუალური საკითხების განხილვა და დეტალებთან მიმართებაშიც. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ კონცეფციას, პარლამენტის ტრიბუნიდან მის მიმართვაშიც აღნიშნა და შეაფასა, როგორც წინაგადადგმული ნაბიჯი. როგორც ვიცით, პირველად მოხდება საპილოტე რეჟიმში ამ კონცეფციით რეზერვში გაწვევა. ჩვენ ცხადია, ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. მთლიანობაში მიგვაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის წინგადადგმული ნაბჯი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხმიანება ხედვას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი 2017 წლიდან აჟღერებს - ერთიან ეროვნული მიდგომას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება