გიგი წერეთელმა ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი, ავსტრიის დედაქალაქში, ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოში სიტყვით გამოვიდა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ეუთო-ს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ არასტაბილურ დროში, სადაც უსაფრთხოება ყოველდღიურ აღდგენას საჭიროებს. ჩვენ მოქალაქეებს შორის ვხედავთ გაზრდილ მღელვარებას. ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების პარალელურად ადგილი აქვს რასიზმის, ქსენოფობიის, აგრესიული ნაციონალიზმის და პოპულიზმის აღდგენის საფრთხეს და ამ გამოწვევების დაძლევა როგორ წარმოგიდგენიათ ეუთო-ს გარეშე?! მოდით ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელოთ ორგანიზაციის გაძლიერება, რათა იგი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მან ორგანიზაციის აღმასრულებელ მხარესთან საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი წერეთელმა საველე ოპერაციებში ეუთო-ს მისიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც ქართველს, შემიძლია დავადასტურო ეუთო-ს მისიის როლის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში დაიხურა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მოუგვარებელი კონფლიქტის გამო ვითარება საგრძნობლად დაძაბული იყო. ეუთო-ს მისიის აღდგენას ჩემს ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მას შეუძლია ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს, როგორც დაზარალებულ მოსახლეობას, ასევე მთლიანად ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭო ორგანიზაციის პოლიტიკური კონსულტაციების და ეუთო-ს საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითად გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი