ფიქრია ჩიხრაძე - ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” პრეზიდენტის ვეტოზე, კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა

დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებებს.

”სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისაგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად მეორე დღესვე, თავად დაიწყო მიღებული ცვლილებების ჩასწორება.

დღესაც ის ესაუბრებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმაზე, რომ თურმე მიღებული კანონის შემდეგ, რომელსაც ამდენი ვნებათაღლევა მოჰყვა მიღების პროცესში, ახლა უნდა დაიწყოს გამოთვლები, არგუმენტების აწონ-დაწონა და ისე უნდა იქნას გადაყვეტილებები მიღებული, რაც თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო და არა პოსტ ფაქტუმ”,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირისგან, პერმანენტულად, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვისმენთ ასეთ უარგუმენტო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებებს.

”დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე მმართველი პარტიის ინტერესი არ არის მიღებული კანონების საფუძველზე, რა ვითარება შეიქმნება, მედიაბაზარზე და მას ავიწყდება, რომ მმართველი პარტიის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული მედიაბაზარი, არ ზარალდებოდეს მედიამრავალფეროვნება, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ იყოს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს სხვა მედიასაშუალებების განვითარებაში“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა