ალბანეთში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი მთავრობას ნარკოტიკებით ვაჭრობასთან არასათანადო ბრძოლაში და კორუფციაში ადანაშაულებენ.

ალბანეთის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლულზიმ ბაშამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ედი რამას გადაყენება და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

„რამამ ალბანეთი ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების სამშობლოდ აქცია“, - განაცხადა ბაშამ.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციაზე ათი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. პროტესტის ორგანიზატორები 300 ათას მომიტინგეზე საუბრობენ, პოლიცია კი დემონსტრანტების რიცხვის დასახელებისგან თავს იკავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა