სოფიო ქაცარავა - საინტერესოა, რა კონტექსტში გამოხატა პოზიცია ლორა თორნტონმა, რა იგულისხმა თავისი ფეისბუქსტატუსით

საინტერესოა, რა კონტექსტში გამოხატა პოზიცია ლორა თორნტონმა, რა იგულისხმა თავისი ფეისბუქსტატუსით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განუცხადა.

დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელს დღესაც შეხვდეს და როგორც აღნიშნა, მასთან კომუნიკაცია აუცილებლად ექნება.

„პირველ რიგში, საინტერესოა, რა იგულისხმა ლორა თორნტონმა თავის კომენტარებში. მე არ ვიზიარებ, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების რუკაზე არ არის, საქართველოსა და აშშ-ს შორის არის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. თუკი გავიხსენებთ გასულ წელს საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტს, მან უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები გააჟღერა, ეს არის კიდევ ერთი დასტური, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან. ამიტომ არ ვიცი, რა კონტექსტში ისაუბრა ლორა თორნტონმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა