ირაკლი სესიაშვილი - პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი მყარი საფუძველი იქნება, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს

პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ სარეზერვო სამსახური სწორად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ “სამხედრო ძალების რეზერვისა და სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას თავდაცვისა და უშუშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას დაწყებული რეფორმის მიმართ დიდი მოლოდინები აქვს.

“წარმოდგენილი პროექტი არის ძალიან საინტერესო. თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად პროექტი მუშა პროცესში განიხილა. ასევე ჩართული იყოს სამოქალო საზოგადოება. პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები. პროექტში წარმოდგენილია მთელი რიგი სიახლეები - აქტიური რეზერვი ფაქტობრივად ეს არის პროფესიული სარეზერვო სამსახური, სადაც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, სავარაუდოდ, კონკურსის წესით მივიღებთ. მათ ხუთი წლის მანძილზე ექნებათ წოდებრივი სარგოს 20% ხელფასი, ყოველთვიურად. როდესაც ისინი უშუალოდ მომზადებას გაივლიან, მათ სრული ანაზღაურება ექნებათ. ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის მოტივიზაციას. ეს სამხედრო რეზერვს, როგორც პროფესიულ სამსახურს ჩამოაყალიბებს. ამას ემატება სპეციალისტების სარეზერვო სამსახური. ჰიბრიდული ომის პირობებში ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ჯარისკაცები ავტომატებით, არამედ გვჭირდება კომპიუტერის მცოდნეები, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, საინჟინრო სამსახური. ამ მხრივაც სწორი ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენ სპეციალისტების რეზერვიც გვეყოლება. აქტიური რეზერვის მესამე კომპონენტია ტერიტორიული რეზერვი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ტოტალური თავდაცვის პრინციპის გაზიარებით, ჩვენ გვჭირდება მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს ყველგან. შეიძლება ფრონტის ხაზი არ გვქონდეს, მაგრამ მზად ვიქნებით საბრძოლველად ყველგან“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს