რომან გოცირიძე - დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიერვე გამკაცრებული კანონით გასამართლდებიან

კანონის გამკაცრების შემთხვევაში, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ დაგებულ მახეში გაებმებიან - მათ ეს კანონი უკან შემოუბრუნდებათ, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ქართული ოცნების“ ინიციატივას “გვირგვლინის შესწორებების“ მიღების შესახებ.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სწორედ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერევიან მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის საქმიანობაში და დადგება დრო, როცა მათ მიერვე მიღებული კანონით გასამართლდებიან.

“ნორმა დღევანდელ კანონმდებლობაშიც მოქმედებს, მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი ადამიანი დასჯილიყოს სასამართლოს სისტემაში უხეში ჩარევის გამო, ძალოვანი სტუქტურის თანამშომლების თავგასულობის გამო ან თუნდაც იმ პოლიტიკური თუ სხვა სახის განცხადებების გამო, რომელიც მიუთითებდა სასამართლო სისტემას თუ სხვა უწყებებს ამა თუ იმ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ. კანონის გამკაცრება ეს არის პროპაგანდისტული ხრიკი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი “გირგვლიანის საქმეს“. სინამდვილეში ხდება შეწყალების გამო პრეზიდენტის დევნა. სურთ იმ სამარცხვინო სასამართლო პროცესის გადაფარვა, რაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი მუქარა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც აშანტაჟებენ, არ გადადას ნაბიჯები, რომელიც კონსტიტუციურად არის მისი უფლებამოსილების სფერო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ “გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობის დაწყება დააანონსა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, გამკაცრდება სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა