ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი მსოფლიოს მოწინავე დეველოპერული პაკეტით დასაჩუქრდა

უფასო წვდომა მსოფლიოს საუკეთესო დეველოპერულ ინსტრუმენტებთან ერთ სივრცეში, სწავლის პროცესში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება და 1500 აშშ დოლარამდე ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერი - ამ საჩუქარს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს აშშ-ში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაცია GitHub-თან პარტნიორობის ფარგლებში გადასცემს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, როგორც წესი, დეველოპერებისთვის საჭირო რესურსები ძვირადღირებული და რთულად მოსაპოვებელია. სწორედ ამიტომ აღნიშნულ საჩუქარს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სასწავლო და სატრენინგო მასალები, წვდომა ღრუბლოვან აპლიკაციებსა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის ბაზები და სხვა მრავალი შესაძლებლობა იმ დეველოპერულ პაკეტში შედის, რომლის ჯამური ღირებულებაც 3მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული დეველოპერული პაკეტი უმნიშვნელოვანესია სწავლის პროცესში. GitHub არის პროგრამისტებისთვის ძალიან სასარგებლო და საჭირო სისტემა, სადაც ხდება პროგრამაზე ჯგუფურად მუშაობისას კოდის ცალკეული ნაწილების ატვირთვა და ვერსიების კონტოლი. მასში შემავალი ცალკეული პროდუქტების ღირებულება ძალიან მაღალია. საუბარია Microsoft, Atom, Digital Ocean, Amazon Cloud და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს მოწინავე პროვაიდერებზე, რომელიც ერთიანი სასაჩუქრე ვაუჩერის ფორმატში ჩვენ სტუდენტებს გადაეცემათ. ამ შესაძლებლობებით მათი ცოდნის ხარისხი და პროფესიონალიზმის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება და გადხის მათ კონკურენტულს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ შრომის ბაზრებზეც’’ - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა