ზურაბ პატარაძის განცხადებით, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა კანონიერად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა კანონიერად მიმდინარეობს.

„იქ, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელი ჟღერდება, დამკვეთი ორგანიზაცია, ერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ზოგადად, მე მინდა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეებზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ჩვენს რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დაწესებულება გვექნება და ნამდვილად ამ ყველაფერს აკეთებს ის კომპანია, ის ჯგუფი და ის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. რაც შეეხება უშუალოდ ჩაქვს და ხეების გადარგვას, მე მინდა გითხრათ, რომ იყო შესაბამისი ნებართვა. ბიძინა ივანიშვილის კომპანია 3 მილიონს ხარჯავს, იმისათვის რომ გზა მოწესრიგდეს. ამ ხეების საფასური შესწავლილი იყო და შესაბამისად, გავლილია ყველა პროცედურა. ჩვენ გავეცით ბრძანებულება გადარგვასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ უნიკალური დენდროლოგიური პარკი იქმნება, სადაც, როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და ნახონ ის ულამაზეს ხეები, რომელიც დენდროლოგიურ პარკში იქნება განთავსებული“,- აცხადებს ზურაბ პატარაძე.

აჭარიდან გურიაში, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აპროტესტებენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს