საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის მეცნიერების განვითარებასა და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, აგრეთვე მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერისათვის მომზადების უზრუნველყოფასა და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების შეძენის ხელშეწყობას.

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირების თაობაზე, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად შეესაბამება იურიდიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის, აკადემიური ნაშრომების შექმნისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების სრულყოფისაკენ.

საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს: ერთობლივი საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას; ყოველწლიური/მიზნობრივი სკოლების ფორმირებას; ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების/სემინარების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას; იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებაშ ურთიერთდახმარებას; საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში სტუდენტებისთვის გაცნობითი ხასიათის ექსკურსიების მოწყობას; ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთის მატერიალური რესურსების (საბიბლიოთეკო რესურსები და სხვა) გამოყენების ხელმისაწვდომობას. აგრეთვე, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა/შემუშავებას, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ საზაფხულო სკოლის ორგანიზებისა და სამართლებრივი ჟურნალის გამოცემის თაობაზეც.

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართლის სასწავლო პროგრამას, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსებისათვის ითვალისწინებს მოკლევადიანი კურსების წარმოებას ქართველი და უცხოელი ლექტორების მონაწილეობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა