კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია და ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია და ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია.

როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში საკმაოდ რთულია, დოლარიზაციის შემცირების კონკრეტულ მაჩვენებლებზე მსჯელობა, თუმცა ამის მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, არის საკმაოდ კარგი.

„სესხების დოლარიზაცია ერთი წლის განმავლობაში 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადობის თვალსაზრისით, 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დეპოზიტების დოლარიზაცია კი - 5 პროცენტული პუნქტით. ვფიქრობ, დასაწყისისთვის არ არის ცუდი ციფრები, თუმცა მომავალში კვლავ გაგრძელდება აქცენტი და ფოკუსი იმაზე, რომ ბაზრისთვის, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და მეგობრულად გავაგრძელოთ დედოლარიზაციის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა