ბაგა-ბაღ „იმედის” სამ აღსაზრდელს გადასხმა უტარდება

თბილისის ბაგა-ბაღ „იმედის” სამ აღსაზრდელს გადასხმა უტარდება. პედიატრ თამარ გაბრიჩიძის ინფორმაციით, ბავშვების დახმარება ინფუზიის მიმართულებით მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, პაციენტებს პირღებინება აღენიშნებოდათ. პედიატრი ვერ აკონკრეტებს, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.

„მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა და პირღებინება. დახმარება მიდის ინფუზიის მიმართულებით, უტარდებათ გადასხმა. გაკეთებულია სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, რომ ეს იყო ბანანიდან გამოწვეული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ“, - განაცხადა თამარ გაბრიჩიძემ.

თბილისის ბაგა-ბაღ „იმედის” სამი აღსაზრდელი კლინიკაში პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის ნიშნებით, კლინიკაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი საკვები გახდა. ფქტზე მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა, მათ შორის საკვების საექსპერტო შემოწმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა