ბაგა-ბაღ „იმედის“ სამივე აღსაზრდელი კლინიკიდან გაწერეს

„პრივატ კლინიკის“ სამედიცინო დირექტორის, დაჯი კანჯარაძის განცხადებით, თბილისის ზღვის ტურბაზაზე, დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღის სამივე აღსაზრდელმა კლინიკა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათისთვის დატოვა და ბინაზე გაეწერა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა განუცხადა, აღსაზრდელების მშობლების გადმოცემით ბავშვებს ჰქონდათ პირღებინება, თუმცა კლინიკაში რამდენიმე საათის განმავლოვაში მოზარდებს პირღებინება, დიარეა ან ცხელება აღარ აღენიშნებოდათ. მათ გაეწიათ მონიტირონგი, პირველადი დახმარება და ბინაზე გაწერეს.

”მშობლების გადმოცემით, ბავშვებს ჰქონდათ პირღებინება. კლინიკაში ყოფნისას რამდენიმე საათში მათი მდგომარეობა გახდა სტაბილური და გუშინვე, დაახლოებით 22:00 საათისთვის დატოვეს კლინიკა”, - განაცხადა დაჯი კანჯარაძემ.

სამი ბავშვი აღნიშნულ კლინიკაში ბაგა-ბაღიდან გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს