ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტის გამოშვებას გეგმავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო გონგაძესთან ერთად საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გამოშვებული 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა წარუდგინა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეს არის პირველი მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წელს გამოუშვა. აღნიშნული მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მოჭრილია ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.

„წინა მონეტა, რომელიც გამოშვებული იყო 2017 წელს, ქართულ ვაზთან დაკავშირებით ასევე 1500-იანი ტირაჟით იყო დამზადებული, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ყველა გაიყიდა. ამ წელს სხვა პროექტებიც არის დაგეგმილი. შემდეგი მონეტა, რომლის გამოშვებასაც ვგეგმავთ, არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი და ვფიქრობ, ესეც საინტერესო იქნება“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა