მიმდინარე წელს აქტიურ რეზერვში თავდაცვის სამინისტრო 260 პირის გაწვევას გეგმავს

მიმდინარე წელს აქტიურ რეზერვში თავდაცვის სამინისტრო 260 პირის გაწვევას გეგმავს. აღნიშნული ციფრი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პარლამენტის რეგიონალურ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დაასახელა, სადაც სარეზერვო სამსახურის რეფორმირების თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ნუკრი გელაშვილის თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ ამა წლის აგვისტოში 260 კაცის აქტიურ რეზერვში მიღება მოხდება, რისი შესაბამისი ფინანსური საშუალებებიც არსებობს. საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას გელაშვილმა აღნიშნა, რომ რეზერვის არსებულმა სისტემამ ვერ იმუშავა, რის საფუძველზეც დღის წესრიგში ახალი სისტემის შექმნის საკითხი დადგა.

გელაშვილის თქმით, პარლამენტში წარდგენილი პაკეტის მიხედვით, სარეზერვო სამსახური იცვლება როგორც ფორმით, ასევე შინაარსით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება