რეგიონულმა კომიტეტმა სარეზერვო სამსახურის რეფორმის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარეზერვო სამსახურის რეფორმის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

“სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინე საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, პირველი მოსმენით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გააცნო.

როგორც გელაშვილმა განმარტა, საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი სიახლეა ის, რომ შემოთავაზებულია აქტიური რეზერვი, რომელიც თავის მხრივ, სამ სახეს მოიცავს. ეს არის - შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი.

“სამივე მათგანისთვის გამაერთიანებელია ის, რომ არის ნებაყოფლობითი ხასიათის. ამ პირებთან გაფორმდება კონტრაქტი და იქნება ანაზღაურებადი. ადამიანები აქტიურ რეზერვში გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილის საფუძველზე მიიღებიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აქტიური რეზერვისათვის არის დამახასიათებელი, არის ის, რომ ეს პირები შესაბამისი სამხედრო ცოდნით აღჭურვული პირები იქნებიან - შეიარაღებული ძალებისათვის მნიშვნელოვანია მცოდნე და გამოცდილი ადამიანების შენარჩუნება, ვისაც გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური. რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვს, ის სავალდებულო ხასიათის იქნება. როგორც აქტიური, ასევე სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამუშაო ადგილის და ხელფასის შენარჩუნება იმ პერიოდში, როცა ეს ადამიანები შეიარაღებულ ძალებში იქნებიან გამოძახებული“, - განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება