საბავშვო ბაღების მომმარაგებელი კომპანიის დირექტორი ეჭვობს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი

„კომპანია ”ნილის” დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს, აღნიშნავს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი. კომპანია ”ნილის” დირექტორმა, კახა გიორგაძემ ”ინტერპრესნიუსთან” კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში, პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოჩნდა. გიორგაძის განმარტებით, გავრცელებული ფოტო მისი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას არ შეესაბამება. კახა გიორგაძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კონკურენტ კომპანიებს უკავშირდებოდეს.

„ჩვენ ბაღებს დაჭრილ პურს ვაწვდით. ამ საჭრელ დანებს შორის არის სანტიმეტრნახევარი შუალედი. წარმოუდგენელია, რომ პურთან ერთად დანის პირიც გაეჭრა პურის საჭრელ დანას. გარდა ამისა, ჩვენი სატენდერო მოთხოვნაა, რომ იყოს ოთხკუთხედი პური თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი. რა ფოტოც გავრცელდა, ის ჩვენს მიერ წარმოებულ პურს არ შეესაბამება”, - განაცხადა კახა გიორგაძემ.

კომპანიის დირექტორი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათი სადისტრიბუციო ავტომობილიდან იმ ობიექტების სათავსოების გასაღებები მოიპარეს, სადაც კომპანიას საკვები შექვს. შესაბამისად, კახა გიორგაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ”დივერსიულ” შემთხვევებს.

”ჩვენ პროდუქცია შეგვაქვს 13 ბაღსა და 14 კვებით ობიექტზე, ჯამში 27 ადგილზე. 25 იანვარს ჩვენს თანამშრომელს ავტომობილი გატეხილი დახვდა და იქიდან მხოლოდ ამ ობიექტების სათავსოების გასაღებების შეკვრა დაიკარგა. ეს არის ფაქტი”, -განაცხადა კახა გიორგაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო