გიორგი ტყემალაძე - მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით კითხვები არამარტო ოპოზიციას, არამედ უმრავლესობასაც აქვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები არამარტო ოპოზიციას, არამედ საკრებულოს უმრავლესობასაც აქვს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დღეს საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

"მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია, ასევე კითხვები აქვს უმრავლესობის წევრებსაც და ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია ამ საკითხზე. სხდომას დაესწრებიან ყველა პასუხისმგებელი პირები და მერის მოადგილეები", - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს