კახა კალაძე - მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ყველა პროექტი შევაჩერეთ, გვინდა თავიდან ბოლომდე შევისწავლოთ

მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ყველა პროექტი შევაჩერეთ და ინსპექტირებას ვუტარებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მერია ყველა პროექტს თავიდან ბოლომდე სწავლობს.

”პირველი შემოწმების სამუშაოები რაც დაიწყო, ეს არის იმ კონკრეტულ მეტროებში, რომლებშიც ბოლოს იყო რეაბილიტაცია ჩატარებული. ზოგადად, რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდით და ქმედებები განვახორციელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების დამატება, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტების მქონე. ჩვენ ამ ეტაპზე გავაჩერეთ ყველანაირი სამუშაოები, რადგან პროექტებს, რომელიც იყო გამზადებული, ვუკეთებთ ინსპექტირებას, გვინდა შევისწავლოთ თავიდან ბოლომდე, თუმცა ზოგადად, მეტროსადგურების რეაბილიტაცია აუცილებლად გაგრძელდება და გვექნება განახლებული, თანამედროვე მეტროსადგურები”, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი