მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ამ წუთებში თბილისის მერიის „სატრანსპორტო კომპანიის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ამ წუთებში თბილისის მერიის „სატრანსპორტო კომპანიის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკითხვაზე იმყოფებიან შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამშენებლო სამსახურის, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი.

დაკითხვა ისნის პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს