ანკარაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი“ დააკავეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ანკარაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „ინფორმაციის მინისტრი“ დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Haber Turk ავრცელებს.

აღნიშნული ოპერაცია ანკარის უსაფრთხოების სამმართველოს ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ჩაატარა. დაკავებულია ტერორისტი ომერ იეთექი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ მედია სფეროზე იყო პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს თურქეთის ქალაქ კაისერში „ისლამური სახელმწიფოს ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა