თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულია დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, დავით ქმოსტელი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.

„მანქანა გაჩერებულა. ნიღაბი ჰქონია გადაცმული იმ პიროვნებას, დაუხლია ტყვია და წასულა. ეზოში მოუკლავს. არავინ იცის რატომ და რისთვის“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებმა ივანე ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: "ნიღაბი ჰქონია გადაცმული, დაუხლია ტყვია და წასულა" - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა