სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, ამიტომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, კონსტრუქციებს არ შეხებიან, ამიტომ ჩატარდა მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, ლევან მეხრიშვილმა განუცხადა, რომელსაც 2017 წლის სექტემბერში ტექნიკურად გამართული რეაბილიტირებული მოტროსადგურის ექსპლუატაციაში ჩაბარება ევალებოდა.

მისი თქმით, 5 თვის წინ, ყველა პროცედურა დაიცვა და „ყვარელრემშენისგან“ გარანტიაც მიიღო, რომ მეტროსადგური ათი წლის განმავლობაში გამართულად იმუშავებდა. ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მეხრიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები ჩატარდა.

მისივე თქმით, ახალი ჭერი ძველ კონსტრუქციაზე გააკრეს და მისი მდგრადობაც ინჟინერ-კონტრუქტორმა გამოცადა, თუმცა მეხრიშვილს არ ახსოვს იმ ინჟინერ-კონსტრუქტორის გვარი, სახელი და გვარი, რომელმაც ახალი კონსტრუქციის მდგრადობა გამოცადა.

კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი პირი, მეხრიშვილი აცხადებს, რომ ახლა ამაზე საუბარი არასერიოზული იქნება.

„ახლა ამაზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც შსს და სამხარაულის ექსპერტიზა არის ჩართული. ვნახოთ, რას გვეტყვის გამოძიება“, - განაცხადა მეხრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი