აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ 3 582 ლარი იქნება

აქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ 3 582 ლარი იქნება. როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული თანხა მოიცავს 2090 ლარს (წ/სარგოს 20%-ი წლის განმავლობაში) და 1492 ლარს (წ/სარგოს 100%-ი 45 დღეში).

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეს არსებული ფინანსური გაანგარიშების მიხედვით, რეზერვისთვის დადგენილი წლიური დანახარჯი შეადგენს - 1492 ლარს. შესაბამისად, ახალი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ხარჯთან მიმართებაში დანახარჯების ზრდა იქნება 2090 ლარი.

2018 წელს იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ რეზერვში 260 პირის მიღებას. 2018 წლის განმავლობაში აქტიურ რეზერვში მყოფი პირების შრომის ანაზღაურების, კვების, აღჭურვის და მომზადების მთლიანი ხარჯი შეადგენს - 1 370 934 ლარს.

სარეზერვო სისტემის რეფორმირების მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტი იხილავს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო