ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებისა და უკანონო ექსტრადიციის საფუძველს აძლევს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ხელისუფლებას „ქვეყნიდან სააკაშვილის შესაძლო უკანონო გაძევების და შესაძლო უკანონო ექსტრადიციის“ გეგმების რეალიზების „ბევრ საფუძველს“ აძლევს.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით იქნება გასაჩივრებული.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საკასაციო წესით გავასაჩივრებთ. თუ იქ ჩვენს პოზიციას არ გაიზიარებენ, ჩვენ გავაგრძელებთ სააკაშვილის ინტერესების დაცვას. არსებობს კიდევ ევროპული ინსტანციები“, - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი