ბაგა-ბაღების პედაგოგების ხელფასები შესაძლოა, სერტიფიცირების მიხედვით განისაზღვროს

საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები, სკოლის პედაგოგების მსგავსად, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. აღნიშნულის შესახებ საუბარია საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კონცეფციაში.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, სერტიფიცირება ორიენტირებული იქნება ხელფასების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მისივე თქმით, ამ ცვლილებების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს აღმზრდელ-პედაგოგების ხელფასების რანჟირება ისევე, როგორც სასკოლო დაწესებულებებში.

”უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ჩვენს მიერ HR სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც ნიშნავს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შექმნას. კონკრეტულად, ორიენტირება იქნება კვალიფიკაციის ამაღლებაზე ბაღებში როგორც ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე აღმზრდელ-პედაგოგების. HR სტრატეგია მოიცავს აქტუალურ საკითხს, რომელიც ნიშნავს მომავალ წლებში ხელფასების ზრდას. ის ასევე მოიცავს გარკვეულ რანჟირებას იმის მიხედვით, თუ რა კვალიფიკაცია იქნება. შესაძლებელია მოხდეს ასევე რანჟირება ხელფასების ისევე, როგორც სასკოლო დაწესებულებებშია. რეფორმა ორიენტირებულია ხელფასების ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

თუ რა კრიტერიუმებით მოხდება სერტიფიცირება, კონკრეტულად მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც HR სტრატეგია შემუშავდება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ სტრატეგიის შემუშავებაზე”, - განაცხადა გვანცელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს