საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბარათები დაურიგდებათ და ყოველდღიურად მათი აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება

საბავშვო ბაღებში ტურნიკეტები დაიდგმება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ტურნიკეტებით მოხდება როგორც ბავშვების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და აღმზრდელ-პედაგობების ყოველდღიური რეგისტრაცია.

”ეს არის რეალურად მოწესრიგება ამ სისტემის, რომელიც გულისხმობს, რომ გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, კერძოდ საბარათე სისტემაზე. მოხდება ელექტრონულად როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების აღრიცხვა. თავად მშობლები დაარეგისტრირებენ ბავშვებს მისვლისას. ახლა აღრიცხვა ხდება აღმზრდელ-პედაგოგების მიერ, რასაც იყენებს ადმინისტრაცია შემდგომ. ეს გარკვეულ დროს ართმევს მათ. მომავალში კი რეგისტრაცია ავტომატურად განხორციელდება”, - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ტურნიკეტებისთვის მშობლებს დაურიგდებათ ბარათები, რომლითაც ბავშვების ბაღში მიყვანისას გამოიყენებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს