ჯანდაცვის სამინისტრო - მეტროსადგურ ”ვარკეთილში” დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მერია დაფარავს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა, - ამის შესახებ ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია და მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

”მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა, რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.

პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთელბობის მდგომარეობისა თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია”,- ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!