ირაკლი ხმალაძე - მეტრო ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობის ყველა ხარჯი აუნაზღაურდებათ. მისი თქმით, დაფინანსება შეეხება როგორც მკურნალობას, ისე მედიკამენტებს.

”ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ყველა ხარჯს, რომელსაც არ დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა, აანაზღაურებს თბილისის მერია. მოქალაქეების, რომლებსაც თვითონ მოუწიათ ხარჯების გაღება, კომპენსირება მოხდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ მერიაში და გამგეობაში განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში მზად ვართ ეს დაფინანსება სრულად გავწიოთ. ამის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ თავად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა მოგროვდეს ინფორმაცია, თუ რა თანხებია ასანაზღაურებელი და რა მიმართულებით. ზოგს მედიკამენტები სჭირდება, ზოგს შემდეგი მკურნალობა. სრულად, რაც საჭირო იქნება, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხარჯებს თბილისის მერია სრულად აანაზღაურებს”, - განაცხადა ხმალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს