N40-ე ბაღის დირექტორმა ავარიული ბაღის აღსაზრდელებს საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაუთმო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N40 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც ავარიულობის გამო დახურული N19 ბაგა-ბაღიდან 70-მდე აღსაზრდელი გადავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბაღის ორი ჯგუფი თავდაპირველად, ღონისძიებების დარბაზში განათავსეს, თუმცა იმის გამო, რომ ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, განსხვავებულ გარემოს ვერ შეეგუა, ბაღის დირექტორმა ლამარა ჯალაღანიამ საკუთარი სამუშაო კაბინეტი გაათავისუფლა, სადაც კიდევ ერთი სააღმზრდელო ოთახი მოეწყო.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის პრობლემების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს რამდენიმე დღის წინ, თავად აღსაზრდელის მშობელი ესაუბრა და აღნიშნული ვითარების გათვალისწინება სთხოვა, რადგან მშობლის განმარტებით, ბავშვს ბაღის სპეცპედაგოგისა და აღმზრდელის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა და ამ ვითარებაში, მისთვის გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კახაბერ გვანცელაძის გადაწყვეტილებით, N19 ბაღში სპეცპედაგოგი დაინიშნა, რომელიც სხვა ბაღებში გადანაწილებულ ბავშვებთან იმუშავებდა, N40 ბაღში მყოფ ბავშვებთან კი, სწორედ ის პედაგოგი დარჩებოდა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე კონკრეტულ აღსაზრდელთან მუშაობდა.

კახაბერ გვანცელაძე N19 ბაღის აღსაზრდელებს მასპინძელ ბაღში დღეს პირადად ეწვია და N40 ბაღის დირექტორს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო