დოდო გუგეშაშვილის მეგობარი - ყაჩაღობას გამოვრიცხავ, რადგან შეძლებული ოჯახი არ არის

ვერსიებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ყაჩაღობას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა კაკო ვაშაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახი არ ცხოვრობდა შეძლებულად, შესაბამისად, ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება იმას, თუ სად საქმიანობდა დოდო გუგეშაშვილის შვილი, რომელიც შემთხვევის შედეგად მოკლეს, კაკო ვაშაკიძის თქმით, ნოდარ გუგეშაშვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა.

„მე და დოდო გუგეშაშვილი თანამებრძოლები ვიყავით. რაც შეეხება მის შვილს, ვიცნობდი, თუმცა იშვიათი კონტაქტი მქონდა. ყაჩაღობის ვერსიას გამოვრიცხავ, რადგანაც არ იყო შეძლებული ოჯახი, ფულს ხან ვის ესესხებოდნენ, ხან ვის“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა