ირაკლი შიხიაშვილი - დოდო გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს

დოდო გუგეშაშვილის მეგობრები გამორიცხავენ ვერსიას, რომლის თანახმადაც შესაძლოა დღეს მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მეგობარმა, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, გუგეშაშვილს კარგი ურთიერთობა აქვს ხეობის მცხოვრებლებთან, მათ შორის გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მომხდარი დანაშაული შესაძლოა პანკისის ხეობას უკავშირდებოდეს.

კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც აღნიშნულ საქმეში რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, გამორიცხავს დოდო გუგეშაშვილის კიდევ ერთი მეგობარი მალხაზ თოფურია. „პალიტრანიუსის“ ეთერში საბრისას თოფურია აღნიშნავს, რომ სპეცსამსახურების მიერ შესრულებული დავალების კვალობაზე, დღეს მომხდარი დანაშაული ნაკლებ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი