თბილისის მერის მოადგილე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებსა და იმ სიახლეებზე გამახვილდა, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განვითარებისთვის იგეგმება. სამედიცინო პერსონალთან ერთად, შეხვედრაზე ასევე ცენტრის ფუნქციონირებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.

ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქის მერიის მიზანია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა ფილიალის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უფროსი და უმცროსი ექიმები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა