პოლიციის განყოფილებაში მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდართან დაკავშირებით, კომპანია „ყვარელრემშენის“ ხელმძღვანელი პირები დაკითხეს

ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში, გუშინ კომპანია „ყვარელრემშენის“ ხელმძღვანელი პირები დაიკითხნენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლების ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა, კითხვები შეეხებოდა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და მის კონტროლს.

„ლოგიკური შეკითხვები იყო, რა შეკითხვებიც უნდა გაჟღერებულიყო. საქმე ეხება უსაფრთხოების ნორმების დაცვას, შესრულებული სამუშაოს ხარისხს და კონტროლს. ჩვენ ყველა შეკითხვაზე ამომწურავად გავეცით პასუხი. გარკვეული საბუთების წარმოდგენა გვთხოვეს. ელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს, ჯერ უნდა გახდეს ცალსახად ცნობილი თუ რა მოხდა რეალურად. ვიცით შედეგი, რომ ჭერი ჩამოინგრა, მაგრამ რამ გამოიწვია, ამასთან დაკავშირებით, კიდევ იქნება ალბათ დამატებითი კითხვები და მზად ვართ ამისთვის“, - განაცხადა კახა წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს