ანატოლი ბოისა დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯზე - ეს ადამიანები არ არიან საზოგადოებისთვის საშიში

მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები არ არიან საზოგადოებისთვის საშიში და სურვილი გვქონდა, პატიმრობა შეცვლოდათ, - ამის შესახებ კალათბურთელმა ანატოლი ბოისამ ჟურნალისტებს გარიგებულ მატჩებში ბრალდებული კალათბურთის მწვრთვნელებისა და მსაჯების საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.

ბოისა, კახა შენგელიასთან და დუდა სანაძესთან ერთად მსაჯს, ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული არც მათი თავდებობის საფუძველზე არ გაათავისუფლა.

"მე და მთელი საკალათბურთო სამყარო ვგმობთ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და ფაქტს, თუმცა მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არ არიან, არსად არ მიიმალებიან და სურვილი გვქონდა, რომ გარეთ ყოფილიყვნენ. მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა და არსად გაიქცეოდა სასამართლოს დასრულებამდე", - განაცხადა ანატოლი ბოისამ.

როგორც ცნობილია, სასამართლომ გარიგებულ მატჩებში ბრალდებული კალათბურთის მწვრთვნელები და მსაჯი პატიმრობაში დატოვა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ