კახა კალაძე მეტრო „ვარკეთილის“ შემთხვევაზე - ველოდებით გამოძიების პასუხს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება

მეტრო “ვარკეთილში” მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოძიების პასუხებს ელოდება.

“გამოძიების პასუხებს მეც ველოდები. გამოძიება მიმდინარეობს და ველოდებით, თუ რა შედეგს მივიღებთ, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება - ადამიანები თუ კომპანია ამას გამოძიება დაადგენს.

ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით არავინ ჩამაბარებს. როგორც კი დასრულდება გამოძიება, შედეგები ცნობილი იქნება ყველასთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაზიანდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს