ალეკო ელისაშვილი - ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან

ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან, - ასე ეხმაურება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერის ინიციატივას ტაქსების რეგულირების შესახებ.

ელისაშვილის აზრით, ტაქსების რეგისტრაცია და არა მარტო რეგისტრაცია ზოგადად აუცილებელია, ვინაიდან არ შეიძლება ტაქსები იყოს ასეთი ქაოტური, მაგრამ ყველაფერს აქვს თანამიმდევრობა.

„ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან. ჯერ სატრანსპორტო ფუნდამენტია მოსაწესრიგებელი - ჯერ მთლიანი სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, ახლებურად დაიგეგმოს სატრანსპორტო ქსელი, დაემატოს ეკოლოგიურად სუფთა, ტევადი ტრანსპორტი, მოხდეს სამარშრუტო ტაქსების პერიფერიულ მიმართულებებზე გადაყვანა და ბოლოს, სულ ბოლოს უნდა მიხედო ტაქსებს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დანაყავს წყალს და მიიღებს ათი ათასობით ტაქსის მძღოლის უკმაყოფილებას. ენერგეტიკის სამინისტროდან რომ გადასკუპდა მთლიანი შემადგენლობა მერიაში და უცბად ურბანული დარგების მცოდნეებად რომ წარმოიდგინეს თავები, იმიტომაც შეეჯახებიან კედელს. არც იციან, არც სხვას უსმენენ. ქალაქი და ხალხია ცოდო ამ ფუჭი ექსპერიმენტების გამო“, - წერს ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე