მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახები ტრაქტორებით უფასოდ ისარგებლებენ

ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ტრაქტორებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები მიწის სეზონური სამუშაოებისათვის უფასოდ ისარგებლებენ.

„ორი წლის წინ ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მხრიდან მარნეულს ტრაქტორები გადმოეცა, თუმცა ამ დრომდე, ტექნიკით მოსახლეობას არ უსარგებლია. 2018 წლიდან კი ჩემი და ჩემი გუნდის ინიციატივით შემუშავდა ,,სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის მიზანია მოქალაქეთა ხელშეწყობა. პროგრამა მოსახლეობისათვის ფინანსურად შეღავთის მომტანი იქნება, რადგან მერია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, სრულად ფარავს ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯებს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მოსახლეობას შეეძლება დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მიწის სეზონური სამუშაოები“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა.

კომპანია „SOCAR“-მა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას ტრაქტორები 2016 წლის 4 მარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გადასცა. მარნეულის მუნიციპალიტეტს უვადოდ სარგებლობაში 5 ერთეული ტრაქტორი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისგან გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით (ტრაქტორით) უსასყიდლოდ სარგებლობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეძლებათ. პროგრამაში ბენეფიციარები მერის წარმომადგენლების დახმარებით ჩაერთვებიან.

პროგრამა სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკის საექსპლუატაციო თანხებს (საწვავი, საპოხი მასალები, მექანიზატორის ანაზღაურება და ა.შ). პროგრამის განხორციელება, მერის დავალებით ა(ა)იპ „სუფთა მარნეულს“ დაეკისრა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა