საბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში გამარჯვებულად კომპანია "ნილი" გამოცხადდა

ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ხარვეზი, ამაზე გვექნება ადეკვატური რეაგირება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ბენდელიანმა აღნიშნა, რომ მერია ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის კონკურენციას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა და გამარჯვებულ კომპანია "ნილს" ტენშერში მონაწილეობას ვერავინ აუკრძალავდა.

"თქვენ იცით, რომ ერთთვიანი ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული ამ კომპანიასთან იმიტომ, რომ სანამ ტენდერის შედეგს მივიღებდით, ბავშვები კვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. გუშინ გვქონდა ბოლო სხდომა საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებით და გიდასტურებთ, რომ გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია "ნილი".

რაც შეეხება მომავალში ამ კომპანის მიერ ხარვეზების დაშვებას, ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ხარვეზი, ამაზე გვექნება ადეკვატური რეაგირება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები არის ღია და გამჭვირვალე. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კონკურენციის პირობები“, - განაცხადა ბენდელიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს