თბილისის მერია მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო სამსახურიდან ჯამში 5-6 პირის გათავისუფლებას გეგმავს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო, თბილისის მერია ჯამში სამსახურიდან 5-6 პირს გაათავისუფლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თუმცა კონკრეტული თანამდებობის პირების ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება და თუკი სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, მათ მიმართაც კანონით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება.

იმ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები იყვნენ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, რომელიც ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო თანამდებობას დატოვებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი იქნება. სწორედ ჭეიშვილი იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი იმ პერიოდში, როცა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია განხორციელდა.

როგორც ცნობილია, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს