„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს თანხის SMS კოდით განაღდება-ჩარიცხვის შესაძლებლობას სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს - ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ახლა უკვე ბარათის გარეშე, ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, SMS კოდის მიღება შესაძლებელია „ვითიბი ბანკის“ დისტანციური არხებით - ინტერნეტ ბანკი, ვიდეო ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია.

„ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ანგარიში და მიუთითოს თანხის ოდენობა, რის შემდეგადაც მიიღებს SMS კოდს. აღნიშნული კოდის ბანკომატში შეყვანისას, შესაბამისი თანხის განაღდება ხდება შესაძლებელი.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია SMS კოდი მესამე პირისთვის თანხის ჩასარიცხად გამოიყენოს. SMS კოდის გადაცემის შემდეგ მესამე პირს შეუძლია თანხის მიღება ინტერნეტ ბანკით ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია „ვითიბი ბანკის“ საბარათე ანგარიშის მფლობელი ყველა კლიენტისთვის. SMS კოდით, ერთჯერადად, 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი.

სერვისით სარგებლობა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით რეგისტრაციის გავლას ან ბანკში ვიზიტს“, - აღნიშნულია „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა