დავით დვალი - გამოძიების მასალებით პრაქტიკულად ნათლად ჩანს, თუ როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია სახელად "რუსთავი 2"-ის წართმევა“

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები საკმარისია იმისთვის, რომ ვინმეს ბრალი წაუყენონ. როგორც დავით დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის და ჯარჯი აქიმიძისთვის ტელეკომპანიის წართმევის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით პრაქტიკულად ყველა დეტალი და გარემოებაა დადგენილი, თუმცა მათი დაზარალებულად ცნობის შემდეგ გამოძიებას არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია.

მისივე თქმით, ამ პასიურობის შედეგად მათ შესაძლოა ყველა სამართლებრივი ბერკეტი დაკარგონ იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დავა გააგრძელონ.

როგორც დვალმა აღნიშნა, მათ არაერთი განცხადებით მიმართეს პროკურატურას და მთავარ პროკურორს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

"მთელი გამოძიება ჩერდება იმაზე, რომ ჩვენ მოგვენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტივობა გამოძიების მასალებში არ ჩანს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას წერილობით, მათ შორის მთავარ პროკურორს, თუ რატომ აღარ ხორციელდება არავითარი აქტიურობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენთვის ეს პასიურობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს, ვისთან მიმართებაშიც გამოიკვეთა, რომ ის არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენს საქმეს გასდის ხანდაზმულობის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ ყოველგვარ სამართლებრივ ბერკეტს შემდგომი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებისთვის შიდა ინსტანციებში. გამოძიებისას შეგროვებული მასალებით პრაქტიკულად ნათლად ჩანს, თუ ვინ, რატომ, როდის, სად დაგეგმა, როგორ დაიგეგმა საერთოდ ეს სპეცოპერაცია სახელად "რუსთავი 2"-ის წართმევა“ და ა.შ. ეს მასალები, ჩემი აზრით, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ ვინმეს ბრალი წაუყენოს", - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დაზარალებულად არიან ცნობილი, ჩადენილია დანაშაული და პროკურატურამ უნდა თქვას, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული.

"ჩვენ პრეტენზია არავისთან არ გვაქვს. შეტანილი გვაქვს პროკურატურაში მოთხოვნა, რომ გამოიძიეთ რა მოხდა?! იყო თუ არა ჩადენილი დანაშაული. დანარჩენი არის პროკურატურის საქმე. სამი წლის წინ გვითხრეს, რომ ვართ დაზარალებულები, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ დაგვაზარალა. ანუ თუ გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიმართ ჩადენილია დანაშაული პროკურატურამ ისიც უნდა თქვას თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული", - განაცხადა დავით დვალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა