ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ნიდერლანდებში დასახლდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევების შემდეგ ნიდერლანდებში დასახლდება. ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf მის ადვოკატ ოსკარ ჰამერშტეინზე დაყრდნობით წერს.

მისი განცხადებით, სააკაშვილმა ქალაქ როტერდამში, მიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ოფისს ბინადრობის უფლების გასაფორმებლად მიმართა. ჰამერშტეინის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აპირებს ამსტერდამში დასახლდეს.

გასული წლის დეკემბერში ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიზა „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე მიიღო, რადგან ის დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზე და მათ ორი შვილი ჰყავთ.

12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. დღეს ის პოლონეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს