„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ 2017 წლის საქმიანობის შედეგებს წარადგენს

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, 16 თებერვალს, სასტუმრო „რუმსის“ „გარდენ ჰოლში“, 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიღწევებისა და შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.

„140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ 2014 წლიდან ახორციელებს. კომპაქტი არის საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ის მთავრობას (წარმოდგენილი აშშ-ის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მიერ) და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს გაფორმდა და 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში.

„ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი“ საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი გრანტია. იგი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. კომპაქტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებები (STEM), სოფლის მეურნეობა და ტურიზმი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა