პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ხვალ “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას გეგმავს

ხვალ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას გეგმავს. შესაბამისად, ხვალ უნდა გახდეს ცნობილი პროექტის გარშემო სამთავრობო უწყებებს შორის შეჯერებული პოზიცია.

ჯანდაცვის კომიტეტს “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე გასულ კვირას უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა მთავრობის მოთხოვნით ერთი კვირით გადადო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ განაცხადა, რიგ საკითხებზე სამინისტროებს შორის პოზიციები შეჯერებული არ არის. ამ არგუმენტით მან განხილვის ერთი კვირით გადადება მოითხოვა.

როგორც საკომიტეტო სხდომაზე გაირკვა, პროექტთან დაკავშირებით, რიგი საკითხების გარშემო განსხვავებული პოზიციები გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს.

“ჯანდაცვის სამინისტრო ერთადერთი სამინისტრო არ არის, რომელიც არის პასუხისმგებელი ორგანო შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო უწყების ერთობლივი ხედვა და ერთობლივი შეჯერებული ქმედებები შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ კანონპროექტში არის ნიუანსები, რომელიც ჩვენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა შეთანხმდეს. საქმე ეხება სანქცირების წესებს, სანქცირების რაოდენობას. ეს ყველაფერი კარგად უნდა გაითვალოს იმისთვის, რომ კანონი იყოს ქმედითი და ხარისხიანი“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა